რეზონანსი
15.06.2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სიმღერის შეკვეთის გამო დაწყებული კონფლიქტი ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. 

ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 13 ივნისს,  საღამოს დაფიქსირდა. 

არსებული ცნობით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება  წარმოიშვა.

შემდგომ კი,  სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა. ორმა შუახნის მამაკაცმა  ერთმანეთი დანით დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა  მძიმეა, რომელსაც 10 ჭრილობა აქვს მიყენებული დანით, მეორის კი - სტაბილური.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორივე პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მიხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×