რეზონანსი
15.06.2026

მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერც მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ეს მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი და საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ მოლაპარაკებები არ იხსნება და პირიქით, კომუნიკაცია არის შეჩერებული. თუ ჰერჩინსკის დავუჯერებთ, ყველაფერი ეს მოხდა 2024 წლის ზაფხულიდან, რაც მიმართულია საქართველოზე კიდევ ერთი ზეწოლისა და შანტაჟის განსახორციელებლად. ხოლო მეორე მხრივ მოლაპარაკებების კლასტერის განხსნა შედეგების მომტანი ნაკლებად იქნება, რადგან ევროკავშირის არაერთ ლიდერს, მათ შორის არარჩეულ ბიუროკრატიას

არაერთხელ უთქვამს, რომ 2030 წლისთვისაც კი ვერ იქნება ვერც მოლდოვა და ვერც უკრაინა ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, ეს მოლაპარაკებები პოლიტიკური შინაარსის არის, ვიდრე რაიმე შედეგის მომცემი. მეორე მხრივ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოყენებული იქნება შანტაჟისთვის", - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×