
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - არდაცვლილია 35 წლის ნიკა ქარელაშვილი, დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა. ადგილობრივების ვარაუდით, ქურდიანის ქუჩაზე ქარელაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა ან გადმოაგდეს.
ნიკა ქარელიშვილის მეზობლების თქმით, გუშინ საღამოს დაახლოებით 4 გასროლის ხმა გაიგეს. დაინახეს, როგორ გაჰყავდათ დაჭრილი კაცი მის მეგობრებს. რამდენიმე წუთში კი დაინახეს მეზობლის ცხედარი, რომელიც მიწაზე ეგდო.
ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ქარელაშვილის მკვლეობასთან დაჭრილ მამაკაცს ეს ამ დროისთვის უცნობია. ერთი ვერსიით, ჩხუბი ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ტვ პირველს" განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 19-109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველების მიერ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი იდენტიფიცირებულია და იმყოფება პოლიციის განყოფილებაში.
წყარო: ტვ პირველი