რეზონანსი
13.06.2026

მსოფლიოში შინამეურნეობების ვალი 65.3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი ორ ქვეყანაზე - აშშ-სა და ჩინეთზე მოდის - ამის შესახებ ინფორმაციას Institute of International Finance-ის (IIF) მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-ი ავრცელებს. მსოფლიოში ყველაზე დიდი მოცულობის საყოფაცხოვრებო ვალი აშშ-ში ფიქსირდება და 21.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. კვლევის თანახმად, ამერიკელების ვალდებულებების ძირითად ნაწილს იპოთეკური სესხები, საკრედიტო ბარათების დავალიანება და ავტოსესხები წარმოადგენს.

მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც ოჯახების ვალი 12.3 ტრილიონ დოლარს უტოლდება. 2019 წლამდე ჩინეთში შინამეურნეობების დავალიანება სწრაფად იზრდებოდა, რაც უძრავი ქონების ბაზრის ბუმმა განაპირობა. შედეგად, ოჯახების ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2023 წლისთვის იპოთეკური სესხების მოცულობამ ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით ერთ მესამედსაც მიაღწია.

2026 წლის მდგომარეობით, 10 ქვეყანა, სადაც ოჯახების ვალი ყველაზე მაღალია, ასე გამოიყურება:

აშშ - 21.2 ტრილიონი დოლარი (გლობალური წილი 32.4%);

ჩინეთი - 12.3 ტრილიონი დოლარი (18.8%);

დიდი ბრიტანეთი - 3 ტრილიონი დოლარი (4.6%);

იაპონია - 2.5 ტრილიონი დოლარი (3.9%);

გერმანია - 2.5 ტრილიონი დოლარი (3.8%);

კანადა - 2.4 ტრილიონი დოლარი (3.6%);

ავსტრალია - 2.3 ტრილიონი დოლარი (3.5%);

საფრანგეთი - 2 ტრილიონი დოლარი (3.1%);

ინდოეთი - 1.6 ტრილიონი დოლარი (2.4%);

სამხრეთ კორეა - 1.5 ტრილიონი დოლარი (2.4%).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×