რეზონანსი
13.06.2026

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე, 4 ივლისს, სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში, ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს. სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება. აიათოლა ალი ხამენეის მეშჰედში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს. სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, ისრაელის მიერ ნასროლი ბომბი დაეცა. მასთან ერთად სახლში დაიღუპნენ მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×