რეზონანსი
13.06.2026

დღეს საქართველოში 2026 წელია, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური ტელევიზია ჯერ კიდევ 2022 წელშია ჩარჩენილი, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, „ტვ პირველის“ მიერ დროის მანქანის გამოგონება დიდი მიღწევაა, მაგრამ 2022 წლის ამბის 2026 წლის სკანდალად გასაღება მაინც ჟანრის კრიზისს უფრო ჰგავს.

„როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან. ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი? ნოდარ, „ტვ პირველის“ მიერ დროის მანქანის გამოგონება ნამდვილად დიდი მიღწევაა, მაგრამ 2022 წლის ამბის 2026 წლის სკანდალად გასაღება მაინც ჟანრის კრიზისს უფრო ჰგავს, ვიდრე ჟურნალისტურ სტანდარტს. ფაქტებს კონტექსტიც სჭირდება, თორემ ისტორიის გამეორება რეალობის გამეორება არ არის“, - წერს მეტრეველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×