რეზონანსი
13.06.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მომავალ კონტროლთან დაკავშირებით განცხადება მალე უნდა გაკეთდეს. ინფორმაციას „სი ენ ენ“-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, არაღჩიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ განცხადებას ომანის მთავრობასთან ერთად გაავრცელებენ. ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე ირანსა და ომანს შორის მდებარეობს.

ეს კომენტარები იმ ცნობების ფონზე გაკეთდა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ჩარჩო შეთანხმების შეთავაზებულ ნაწილზე მუშაობა დასრულდა და ხელმოწერა უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ურთიერთგაგების მემორანდუმში რამდენიმე პუნქტი გამოკვეთეს, მათ შორის, სრუტის სრული გახსნა და აშშ-ის მიერ სრუტის გასწვრივ ირანის პორტების ბლოკადის მოხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×