რეზონანსი
12.06.2026

მმართველი გუნდის წევრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმაურება. 

"ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ იქვე მყოფმა ბავშვებმაც დაინახეს და სრულწლოვანმა მომღერლებმაც. ასეთ დროს, როცა პროდიუსერი ან საეთერო არ აჩერებს ეთერს (რაც გასაკვირია!!), ეთერში მყოფი სრულწლოვანი პირები უნდა გამოეთიშონ ეთერს და დაეხმარონ ბავშვს. სამი წუთი ძალიან ბევრია! და არც “წამომჯდარი” შველის საქმეს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. რა შუაშია და ვინ შეიძლება, დაადანაშაულოს ბავშვები?! მე ისიც ვერ გავიგე, თუ ვიდეოს იღებდა წაქცეული ბავშვის მშობელი, თავად რატომ არ შევარდა ეთერში? ალბათ, აუკრძალეს (?) წაქცევა და გონების თუნდაც წამით დაკარგვა, არაა სახუმარო ამბავი” - წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში და საზმაუს ეთერში მომხდარს ეხმაურება.

 გუშინ ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, "ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×