
იმის გამო, რომ კონგრესმენ ჯო უილსონის ინიცირებული კანონპროექტი - „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა, დეპუტატმა ირაკლი ჭეიშვილმა უილსონს „დიფ სთეითისგან“ მართული უწოდა.
„დიფ სთეითის გავლენებით არა მხოლოდ ჯო უილსონი, არამედ ბევრი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ბრიუსელშიც დიფ-სთეითის გავლენის ქვეშ არის და ყოველ მათ გადადგმულ ნაბიჯს ეს ეტყობა საქართველოსთან მიმართებაში და პროცესს რომ მართავს, ამას ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. ამ კონკრეტულ დოკუმენტთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია, რომ ამ დოკუმენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიბ არ ექნება განვითარება, იმიტომ, რომ საქართველო დონალდ ტრამპის იდენტურ პოლიტიკას ატარებას ჩინეთთან მიმართბაში“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა. „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელიც 8 ივნისს, წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.