რეზონანსი
12.06.2026

გუშინ ნანა კუხალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, ორგანიზატორებმა გადაცემა არ გააჩერეს და მისი შვილიშვილი 3 წუთი იატაკზე იწვა.

ამ შემაძრწუნებელ ფაქტს გამოეხმაურა მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი:

"ბავშვი რატომ არ ააყენეს? ეგეთი რამე არ მინახავს, ანუ გადაღება მიდიოდა და არ გააჩერეს? რა საშინელებაა, სიტყვასაც ვერ ვპოულობ, რა ჰქვია მაგას" - წერს სოციალურ ქსელში ნოდარიკო ხუციშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×