რეზონანსი
12.06.2026

7 ივ­ნისს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 5 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლი­სი­დან ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან ცოლ-ქმა­რი ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძე და ნა­თია ჯა­ნა­ძე, ასე­ვე გვან­ცა არე­ვა­ძე და მისი მე­უღ­ლე ნიკა ქუ­თა­თე­ლა­ძე. და­ღუ­პულ­თა შო­რის ორი წყვი­ლია, ალექ­სან­დრე და ნა­თია, ნიკა და გვან­ცა.

მე­ხუ­თე გარ­დაც­ვლი­ლი მა­რი­ამ ქა­და­გი­ძეა. სწო­რედ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც ავა­რი­ას გა­და­ურ­ჩა. მა­რი­ა­მის შე­სა­ხებ წერს მისი ახ­ლო­ბე­ლი:

"როცა ადა­მი­ა­ნებ­თან გულ­წრფე­ლი, სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებს, ისი­ნი შენს გულ­ში წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვე­ბენ. დრო გა­დის, გზე­ბი იყო­ფა და თით­ქოს ეგუ­ე­ბი მათ უმ­ზე­რო­ბას, თუმ­ცა ინ­ტე­რეს­დე­ბი მათი ნა­ბი­ჯე­ბით, მიღ­წე­ვე­ბით, წარ­მა­ტე­ბე­ბით...

თურ­მე ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეჭი­რა ჩემს გულ­ში მა­რი­ამ­საც. ერთ დროს ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელს, ბოლო პე­რი­ოდ­ში კი შო­რი­დან სა­თუ­თად მო­სა­კითხს. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, ის სა­ო­ცა­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო, რო­მელ­საც თა­ვი­სი ნა­ხა­ტე­ბით ქმნი­და. ის იყო ერთ-ერთი იმ ხუთი სი­ცო­ცხლით სავ­სე ახალ­გაზ­რდას შო­რის, რო­მელ­თა სი­ცო­ცხლე დიდ­გო­რის გზა­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ ასე უცებ და უსა­მარ­თლოდ და­ას­რუ­ლა.

სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია, აზ­რებს თავს ვერ ვა­ბამ და გო­ნე­ბა­ში მხო­ლოდ ერთი უპა­სუ­ხო, კი­თხვა მიტ­რი­ა­ლებს: რა­ტომ? რა­ტომ უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ეს ნი­ჭი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე სამ­ყა­რო ასე ადრე... „ვწუხ­ვარ“ - ზედ­მე­ტად ცა­რი­ე­ლი სი­ტყვაა იმ უძი­რო ტკი­ვი­ლის გად­მო­სა­ცე­მად, რა­საც ახლა გან­ვიც­დი. გო­ნე­ბა უარს ამ­ბობს ამ რე­ა­ლო­ბის მი­ღე­ბა­ზე" - წერს გო­გო­ნას ახ­ლო­ბე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×