რეზონანსი
11.06.2026

 დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებს აუქმებს, რადგან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები" დამტკიცებულია

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ირან­ზე და­გეგ­მი­ლი დარ­ტყმე­ბი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას დო­ნალდ ტრამ­პი Truth Social-ზე აქ­ვეყ­ნებს.

მი­ზე­ზად ტრამ­პი ასა­ხე­ლებს ირან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლი მისი თქმით, ბო­ლომ­დეა მიყ­ვა­ნი­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი.

ამას­თან, ტრამ­პი ამ­ბობს, რომ სა­ზღვაო ბლო­კა­და დარ­ჩე­ბა, ვიდ­რე ტრან­ზაქ­ცია არ დას­რულ­დე­ბა, ხელ­მო­წე­რის დრო და ად­გი­ლი კი მალე გა­მო­ცხად­დე­ბა.

„იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ირა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის უმაღ­ლეს დო­ნემ­დე იქნა მიყ­ვა­ნი­ლი და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მე, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა, გა­ვა­უქ­მე ირან­ზე დღეს სა­ღა­მოს და­გეგ­მი­ლი დარ­ტყმე­ბი და და­ბომბვე­ბი.

გან­ხილ­ვე­ბი და სა­ბო­ლოო პუნ­ქტე­ბი, რო­გორც კონ­ცეფ­ცი­ის, ასე­ვე დე­ტა­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი მხა­რის მიერ, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ის­რა­ე­ლის, სა­უ­დის არა­ბე­თის, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის, კა­ტა­რის, თურ­ქე­თის, პა­კის­ტა­ნის, ბაჰ­რე­ი­ნის, ქუ­ვე­ი­თის, იორ­და­ნი­ის, ეგ­ვიპ­ტის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ.

სა­ზღვაო ბლო­კა­და სრუ­ლი ძა­ლით დარ­ჩე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ეს ტრან­ზაქ­ცია არ დას­რულ­დე­ბა - ხელ­მო­წე­რის დრო და ად­გი­ლი მალე გა­მო­ცხად­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ტრამ­პი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×