რეზონანსი
11.06.2026

 ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სამი წლის განმავლობაში პირველად საპროცენტო განაკვეთები გაზარდა.

დეპოზიტების განაკვეთი, ეკონომისტებისა და ინვესტორების მოლოდინის შესაბამისად, 2%-დან 2.25%-მდე გაიზარდა.

გადაწყვეტილების განმარტებისას, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა, განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ინფლაცია უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ენერგეტიკული სექტორით და ეკონომიკის სხვა სფეროებზეც ვრცელდება.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებამდე, ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებს თანმიმდევრულად ამცირებდა, თუმცა ახლა მონეტარული პოლიტიკის კურსი შეიცვალა.

ლაგარდის განმარტებით, განაკვეთის ზრდა პრევენციული ნაბიჯი არ არის. როგორც Bloomberg წერს, ბანკი რეაგირებს არა სამომავლო ჰიპოთეტურ საფრთხეებზე, არამედ ინფლაციის უკვე არსებულ და თვალსაჩინო შედეგებზე.

ლაგარდის შეფასებით, ყველაზე დიდი რისკი უმოქმედობა იქნებოდა, რადგან თუ ინფლაცია უკონტროლოდ დარჩება და სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მისი მიზნობრივ დონემდე დაბრუნება გაცილებით რთული გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×