რეზონანსი
10.06.2026

9-10 ივნისს, ბრიუსელში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

პოლიტიკური საბჭოსა და მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა PLATFORMA-ის ახლად არჩეული სპიკერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წარმომადგენელი და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი მარიამ გრიგოლიშვილი. დელეგატმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ტრანსფორმაციასა და საქართველოს როლზე, როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ მთავარ კარიბჭეზე.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ საიმედო და უსაფრთხო ხიდი სავაჭრო, ენერგეტიკული და ციფრული მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის“, - აღნიშნა მან.

მარიამ გრიგოლიშვილმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, მეტად დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტებს შორის პირდაპირ, პარტნიორულ გაცვლით პროგრამებს და ეს მიდგომა ასახოს „Global Gateway“-ის საინვესტიციო ფონდებში, რათა ადგილობრივი განვითარება სრულად შეესაბამებოდეს რეგიონულ სტრატეგიულ მიზნებს.

PLATFORMA-ს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლზე საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროცესში, ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის პრიორიტეტებსა და „Global Europe“-ისფარგლებში მიმდინარე ინიციატივებზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და საერთაშორისო მუნიციპალური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×