რეზონანსი
10.06.2026

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მა­მუ­კა არ­თმე­ლა­ძე აშშ-ის სა­ი­მიგ­რა­ციო და სა­ბა­ჟო აღ­სრუ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის (ICE) და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 4 ივ­ნისს, ლუ­ი­ზი­ა­ნის შტატ­ში მდე­ბა­რე ვი­ნის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ცენ­ტრში მოხ­და.

მა­მუ­კა არ­თმე­ლა­ძე 43 წლის იყო. ის სა­ქარ­თვე­ლო­დან გახ­ლდათ, კერ­ძოდ, ქა­ლაქ ბა­თუ­მი­დან. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­ი­მიგ­რა­ციო და სა­ბა­ჟო კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხუ­რის (ICE) პა­ტიმ­რო­ბა­ში თით­ქმის ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მას არა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ ჰქო­ნია.

„ეს არ ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სას­ჯელს იხ­დი­და კრი­მი­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ეს იყო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ი­მიგ­რა­ციო და­კა­ვე­ბა“, - ვკი­თხუ­ლობთ უცხო­უ­რი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­მუ­კა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 2022 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე შე­ვი­და. სა­სა­ზღვრო პატ­რულ­მა ის იმ თვე­ში­ვე და­ა­კა­ვა და დრო­ე­ბით ნება დარ­თო, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ICE-ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ. 2026 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მას შემ­დეგ, რაც ICE-მა და­ად­გი­ნა, რომ მას აღარ ჰქონ­და კა­ნო­ნი­ე­რი სტა­ტუ­სი, ის ალა­ბა­მა­ში და­ა­კა­ვეს.

ის ლუ­ი­ზი­ა­ნას შტატ­ში მდე­ბა­რე „ვი­ნის“ გა­მას­წო­რე­ბელ ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს - და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც „ვი­ნის“ პა­რი­შის შე­რი­ფის ოფი­სი და ICE-ის კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია „LaSalle Corrections“-ი მარ­თავს. ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­ნამ­დეც იყო სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ტი­კის ქვეშ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვის, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის, კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა და ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბის გამო.

2026 წლის 4 ივ­ნისს მა­მუ­კა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. პერ­სო­ნალ­მა, სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა. ის სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნით „ვი­ნის“ პა­რი­შის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან ერთ სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გინ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის.

„მა­მუ­კა არ­თმე­ლა­ძე და­კა­ვე­ბა­ზე ბევ­რად მეტს იმ­სა­ხუ­რებ­და. ის იმ­სა­ხუ­რებ­და მეტს, ვიდ­რე გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მოკ­ლე პრეს­რე­ლი­ზია. და ის იმ­სა­ხუ­რებ­და მეტს, ვიდ­რე გამ­ხდა­რი­ყო კი­დევ ერთი სა­ხე­ლი იმ მზარდ სი­ა­ში, რო­მელ­შიც შე­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ICE-ის პა­ტიმ­რო­ბა­ში ცო­ცხლე­ბი შე­ვიდ­ნენ და იქი­დან ცო­ცხლე­ბი ვე­ღარ გა­მო­ვიდ­ნენ“, - წერს კრის­ტი­ან კუნ­ცი, ად­ვო­კა­ტი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ფე­სო­რი ამე­რი­კა­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×