რეზონანსი
10.06.2026

ბოლო პერიოდში სისხლის სამართლებრივი პატიმრების რაოდენობა გაზრდილია და იცით, რატომ არის გაზრდილი - იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ არ ვცდები, უკვე 2 ათას ადამიანზე მეტია დაკავებული ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართულობის გამო, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სისხლის სამართლებრივ დევნას პრევენციული დანიშნულებაც აქვს, რადგან ადამიანები ხედავენ, რომ სახელმწიფოს აქვს მკაცრი პოლიტიკა. მისივე თმით, ნარკოდანაშაულებზე დაკავებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასაც აწუხებს ციხეში მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდა, თუმცა ამის საპირწონედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება დგას. პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ დანაშაულებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თუ იგულისხმება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, პრობლემა პოლიტიკურ მოტივაციაშია, რომელიც აქვთ ადამიანებს დანაშაულის ჩადენისას. ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. სანამ ეს დაფინანსება და წახალისება არსებობს, ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცდომებიც მოხდება.

მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლწესრიგის მოქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წახალისება. არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ - არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები - არ იქნება სასჯელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×