რეზონანსი
10.06.2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა - სისხლიანი ანგარიშსწორება დღეს დილით, სოფელ ოქტომბერში მოხდა. 55 წლის კაცს, ედიშერ შამუგიას 70 წლის მეზობელმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა. 

როგორც "ტვ პირველს" უთხრეს, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გავრცელებელი ინფორმაციით, დანაშუალის მოტივი მიწის გამო დავაა, რის გამოც მეზობლებს შორის წარსულშიც არსებობდა დაპირისპირება.

მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. 

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. "პირველების" ინფორმაციით, 70 წლის კაცი გაქცეულია და მას ახლა ყველგან ეძებენ.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×