რეზონანსი
10.06.2026

ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, ცხრასართულიანი ბინის მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა.

ტელეკომპანია "მეგა ტვ-ის" ინფორმაციით, გოგონა მანქანას დაეცა და სასწრაფო დახმარებამ სავადმყოფოში გადაიყვანა .

"21 წლის გოგო გადმოვარდა, უფლის წყალობით გონზე იყო, მამის "მარშრუტკაზე" დავარდა მე-6 სართულიდან” - თქვა ადგილობრივმა.

„სარეცხს ფენდაო და ეტყობა გადაიწია და გადავარდა „მარშრუტკის“ თავზე დაეცა და მერე ძირს გადავარდაო, კონტაქტური ყოფილა“ - წერენ კომენტარებში.

წყარო: "მეგა ტვ"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×