რეზონანსი
09.06.2026

ესტონეთის პრეზიდენტის, ალან კარისის განცხადებით, უკრაინის ადგილი არის როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში.

მისივე თქმით, უკრაინის ევროკავშირის წევრობა „მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ დაპირებად“ არ უნდა დარჩეს.

„ესტონეთი მხარს უჭერს უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ყველა კლასტერის რაც შეიძლება მალე გახსნას. ეს უნდა მოხდეს უკვე ამ ზაფხულს, ახლა, ივნისში, რადგან ამისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ალან კარისის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება არა შორეული იმედი, არამედ სამართლიანი მოლოდინია.

„ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისთვის უკრაინის გაწევრიანება ნიშნავს შესაძლებლობას, გახდნენ უფრო ძლიერები“, – აღნიშნა კარისმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×