რეზონანსი
09.06.2026

აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით წერს.

მისი ინფორმაციით, სანქციები მოიცავს რუსეთის ნავთობის ფასების ლიმიტის დროებით გაყინვას და იმ ინსტიტუტების დასანქცირებას, რომლებსაც მოსკოვი შემოსავლების გენერირების სანქციების პაკეტის და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს.

„სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ბანკები, იარაღის მწარმოებლები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და კრიპტო ოპერატორები მესამე ქვეყნებში“, - აცხადებს კალასი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×