რეზონანსი
09.06.2026

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩო­ხა­ტა­ურ­ში. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდს ოპე­რა­ცი­ის დროს გული გა­უ­ჩერ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ამბებს" ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, ბიჭს ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცია იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ისი­ნი ექი­მე­ბის მკაც­რად დას­ჯას ითხო­ვენ.

"ოჯა­ხის პო­ზი­ცია ისა, რომ ყვე­ლა პა­სუხს აგებს. ბავ­შვი ახლა ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა და არა­ვის შერ­ჩე­ბა ის, რაც ჩა­ი­დი­ნეს. ლუკა რომ შე­იყ­ვა­ნეს სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, ნარ­კო­ზის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ რე­აქ­ცია მოხ­და, რო­გორც ვი­ცით. სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში რა გა­ა­კე­თეს, და­ნამ­დვი­ლე­ბით არ ვი­ცით. ორი სა­ა­თის მერე გა­მო­ვიდ­ნენ და თქვეს, რომ და­ი­ღუ­პაო. ექი­მე­ბი გა­ი­პარ­ნენ. წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო კვლე­ვე­ბიც ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ რა კვლე­ვე­ბი ზუს­ტად არც ეგ ვი­ცით. ერთი ძვა­ლი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი და­ღუ­პეს" - გვიყ­ვე­ბა მო­ზარ­დის ახ­ლო­ბე­ლი.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის დე­დაც: "ექი­მებ­მა ჩემი ლუკა მო­მიკ­ლეს" - წერს ნინო სი­ხა­რუ­ლი­ძე.

ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მისი დაც: "არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ აღვწე­რო, ახ­ლაც ვერ ვი­აზ­რებ, რა მოხ­და. ჩემი ნერ­ვე­ბის მომშლე­ლი, ჯი­უ­ტი ბიჭი უკვე აღარ არის... სა­ში­ნე­ლი ზა­ფხუ­ლი დაგ­ვიდ­გა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემი ჯან­მრთე­ლი ძმა უბ­რა­ლოდ მო­მიკ­ლეს თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში.ხში­რად ვჩხუ­ბობ­დით, ვკა­მა­თობ­დით, მაგ­რამ ახლა და­ვა­ფა­სე ძმის ფასი. მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი, ჩემო ან­გე­ლო­ზო!..."

"ამბები" დაუ­კავ­შირ­და ჩო­ხა­ტა­უ­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორს:

"დღეს დი­ლით, 7 სა­ათ­ზე გა­ვი­გეთ ეს მძი­მე ამ­ბა­ვი. ლუ­კას დამ დადო სტა­ტუ­სი და ასე შე­ვი­ტყვეთ. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით ჯერ­ჯე­რო­ბით. ლუკა ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ჩვე­ნი სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. ბავ­შვი ჰყავ­დათ ხე­ლის სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ბა­თუმ­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში წაყ­ვა­ნი­ლი. წუ­ხელ დე­დამ ჩატ­ში და­წე­რა, რომ ბავ­შვს ბა­თუმ­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ხე­ლის ოპე­რა­ცი­ას ვუ­კე­თებ­თო, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში შე­იყ­ვა­ნენ სა­ო­პე­რა­ცი­ო­დო. ყვე­ლამ რა თქმა უნდა თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ და ვუ­სურ­ვეთ ჯან­მრთე­ლო­ბა. ამ დი­ლით, 7 სა­ათ­ზე გა­ვი­გეთ მომ­ხდა­რი, დამ სუ­რა­თი დადო, ჩემი ძმა აღარ მყავ­სო. ბავ­შვი ჯერ ჩა­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი არ არის და არ ვი­ცით დე­ტა­ლე­ბი. ერთი ეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ხელი მო­ტე­ხი­ლი გქონ­და. კვი­რას წაქ­ცე­უ­ლა სტა­დი­ონ­ზე, თა­მა­შობ­და ბავ­შვებ­თან ერ­თად, უბან­ში რომ სტა­დი­ო­ნია იქ და ხელი მო­ი­ტე­ხა. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით. მეშ­ვი­დე კლა­სე­ლია, ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, კარ­გი მშობ­ლე­ბის შვი­ლი პატ­რო­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი ბავ­შვი. დიდი ტრა­გე­დია. ძა­ლი­ან გთხოვთ, მეტი არ შე­მიძ­ლია გი­თხრათ" - განაცხადა ჩო­ხა­ტა­უ­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ეთერ წი­ლო­სან­მა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×