რეზონანსი
09.06.2026

გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის  50%-იანი ზრდა გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, რაც ასევე არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

 როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამუდმებით იზრდება ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. 

„ძალიან მსხვილი ინვსტორები შემოდიან ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ასეთი ფაქტი იყო გასული თვეების განმავლობაში. ეს პირდაპირ აისახება იმ ფინანსურ მონაცემებზე, რომლებსაც აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მომავალშიც მაქსიმუმი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი და უშუალოდ ინვესტორებთან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“, -  აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×