რეზონანსი
08.06.2026

ირანი და „ჰეზბოლა" იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე , - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა ირანისა და „ჰეზბოლას" წინააღმდეგ არ დასრულებულა.

„ირანმა და „ჰეზბოლამ" ჩვენთვის ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას" ანადგურებენ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს.

„თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×