რეზონანსი
08.06.2026

ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები კვლავ გაიზარდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 4.5%-ით გაიზარდა და 97.30 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აშშ-ის, ერთი ბარელი ნავთობის ფასი ქვეყანაში 4.3%-ით გაიზარდა და 94.50 აშშ დოლარს მიაღწია.

მედიის ცნობით, შეტაკებების განახლება აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების შანსებს ამცირებს და ჰორმუზის სრუტის შესაძლო დახურვის შიშს ზრდის, რაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ზრდაზე პირდაპირ აისახება.

ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი გადის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×