რეზონანსი
08.06.2026

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩო­ხა­ტა­ურ­ში. "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩო­ხა­ტა­უ­რის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, 40 წლამ­დე კაცი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მას უყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად მდი­ნა­რე­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­თევ­ზა­ოდ, რა დრო­საც ბავ­შვს ფეხი და­უც­და და მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­და. გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი მალ­ხაზ შა­ვა­ძეა.

“პა­ტა­რა წყალ­ში ჩა­ვარ­და, გა­დამხტა­რა მდი­ნა­რე­ში, თავი ქვა­ზე და­ურ­ტყამს და გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვის ამოყ­ვა­ნა მო­უს­წრია. ისე­თი ბიჭი იყო, უპა­ტი­ოს­ნე­სი, იმ­დენს წვა­ლობ­და, შრო­მობ­და. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზეა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და 5 შვი­ლი დარ­ჩა.

წყარო: გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×