
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების თითქმის 99%, ანუ 1 453 780 ბიულეტენი. წინასწარი შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელმაც ხმების 49,54% მიიღო.
მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ – 23,21%-ით, ხოლო მესამე პოზიციას იკავებს ბლოკი „სომხეთი“ – 9,89%-ით.
მეოთხე ადგილზე გავიდა პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც 3,94% დააგროვა. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა 4%-იანი საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.
სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პარტია, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.