რეზონანსი
07.06.2026

სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ნათლული 700-მდე ბავშვი გახდა.

ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.

საყოველთაო ნათლობების ტრადიციას, დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წელს ჩაუყარა საფუძველი. უწმინდესი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ოჯახში ყველა მესამე და მომდევნო შვილის ნათლია იყო და, საერთო ჯამში, პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×