რეზონანსი
07.06.2026

რუსთაველის გამზირზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხადამჭერი - „მადლობის მარში" მიმდინარეობს.

როგორც მარშის ორგანიზატორები და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები აცხადებენ, ეს არის მადლობის, ერთიანობისა და გამარჯვების მარში და ამ მსვლელობას ისინი იმ ადამიანებს უძღვნიან, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებს პროტესტის ფარგლებში გვერდით ედგა.

ორგანიზატორების თქმით, მარში ასევე ეძღვნება ილიაუნის სტუდენტებს, რომლებმაც მარათონი გამართეს და ბავშვებისთვის ფინანსების მობილიზება შეძლეს.

მარში რუსთაველის მეტროსთან დაიწყო და სიმბოლურად კანცელარიასთან დასრულდება.

ცნობისთვის, მშობლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მედიკემენტებით უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×