რეზონანსი
07.06.2026

აშშ ითანამშრომლებს ირანთან მისი ურანის განადგურებაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა nbc news-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე ამას ვუწოდებ სამხედრო წვრთნებს. ეს არ არის დიდი ომი ჩვენთვის. ახლა თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სამხედრო გზით ძალიან მკაცრად გავანადგურებთ მათ", - აღნიშნა ტრამპმა.

კონფლიქტის შეჩერების შესახებ მოლაპარაკებებსა და შესაძლო შეთანხმებისადმი მისი მიდგომის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბოლოოდ დასრულებამდე სამხედრო განლაგება რეგიონში დარჩება.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და თეირანი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან.

„რამდენიმე პუნქტი გვაქვს. დიდ პუნქტებადაც კი არ ჩანს. მათ დათმეს ბირთვული იარაღის ფლობა. გვქონდა პუნქტი, რომ ბირთვულ იარაღს არ განავითარებდნენ. და ყველა კმაყოფილი იყო, ჩემ გარდა", - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სურდა დამატებითი პუნქტი, რომელიც ირანს შეთანხმების გვერდის ავლის საშუალებას არ მისცემდა.

„და მე ვთქვი: კარგი, რა მოხდება, თუ ისინი არ განავითარებენ, არამედ შეიძენენ და მოიპოვებენ ?ასე რომ, მათ არ აქვთ უფლება არც განვითარების, არც შეძენის და არც მოპოვების", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელისა და აშშ-ის იერიშების შემდეგ ირანში უფრო რაციონალურ და ჭკვიან ადამიანებს პოულობს. ტრამპმა ამჟამინდელ სულიერ ლიდერზე, მოჯტაბა ხამენეიზე ისაუბრა და ის აიათოლა ალი ხამენეის შეადარა.

„მასთან პირდაპირ არ მილაპარაკია. ეს უფრო ახალგაზრდაა, ვფიქრობ, უფრო რაციონალური. დაჭრილია, საკმაოდ მძიმედ დაჭრილი. ამაში გარკვეული სიმამაცეა. ბევრი ადამიანი ასეთი მძიმე ჭრილობისას სხვა რამეებზე იფიქრებდა და არა იმაზე, როგორ გვიდგას საქმე შეერთებულ შტატებთან? ასე რომ, გარკვეული სიმამაცეა, თუმცა ის ძალიან სერიოზულად არის დაჭრილი", - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იციან თუ არა ირანის ახალი სულიერი ლიდერის ზუსტი ადგილმდებარეობა, ტრამპმა პირდაპირი პასუხისგან თვი შეიკავა.

„არ მინდა, ვთქვა, ვიცი თუ არა, სად არის, მაგრამ ალბათობაა, რომ ვიცი", - განაცხადა ტრამპმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×