
ორი დღის წინ კვადროციკლით მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებული ბავშვის, - 2017 წელს დაბადებული ბექა იგრიაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ის ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში ინტენსიური, რეანიმაციული მკურნალობის ქვეშ იმყოფება.
8 წლის ბიჭუნას მრვალობითი მოტეხილობები და ტრავმები, ქალასარქველის და ფუძის მოტეხილობები აღენიშნება. ეპიდელური სისხლჩაქცევები და თავის ტვინის დიფუზიური ტრავმა დაუდგინდა. ამჟამად პაციენტს მწვავე ანემია აქვს.
ოჯახი 8 წლის ბიჭუნას თურქეთის მრვალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას გეგმავს.
შეგახსენებთ, 4 ივნისს თელავში კვადროციკლით ავარიის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავისა და ყბა-სახის მძიმე დაზიანება მიიღო. მეორე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
წყარო: კახეთის ხმა