რეზონანსი
18.05.2026

 პარტია "გირჩის" ლიდერი ერთ-ერთი მედიის ეთერში 26 მაისის აქციას ეხმაურება.

როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, შეკრება პარტიულია და გაუგებარია გეგმა, სტრატეგია და მისია, თუ რას ემსახურება აქცია, რომელსაც ოპოზიცია აანონსებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, არასდროს ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია მასშტაბური არ ყოფილა.

"ვერ მოვისმინე, რაზეა აქცია, თქვენ იცით, რაზეა აქცია? სადმე თქვა, რა არის მიზანი ამ აქციის.

ეს მაშინ, პარტიული შეკრებაა, ასე შეიძლება ვიწრო პარტიული მიტინგი მოაწყო, იმიტომ, რომ სხვა პარტიის მხარდამჭერი თუ გინდა რომ მოიყვანო შენს მიტინგზე, იმას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდო.

მაგალითად, 100 ათასი კაცი რომ გამოვიდეს, მე არ მგონია, რომ 10 ათასიც გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? მართლა რომ გადაივსოს ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე, რას აკეთებენ? იტყვიან რომ ყოჩაღ, მადლობა, დავანახეთ რომ ბევრნი ვართ და დავიშალეთო? არც ერთ აქციაზე არ იყო 100 ათასი, სამწუხაროდ," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×