რეზონანსი
18.05.2026

პოზიტიურია, რომ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, ჰორმუზის სრუტე უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ჩინეთს გავლენა აქვს ირანზე, რის გამოც იმედოვნებს, რომ ქვეყანა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნის თაობაზე დაუკავშირდება.

მისივე თქმით, აშშ და ირანი დახმარებას არავისგან იღებენ.

„რა თქმა უნდა, მუდმივ კონტაქტზე ვართ და ვამბობთ, რომ პირველ ფაზაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ – შეტევა შეწყდეს და გაიხსნას ჰორმუზის სრუტე. შემდეგ კი შეგვიძლია, გადავიდეთ უფრო რთულ საკითხებზე მოლაპარაკებებზე. ეს ძალიან რთულია და საბოლოოდ აშშ ირანს უნდა დაეთანხმოს“, – აღნიშნა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×