რეზონანსი
18.05.2026

ყარაბაღული აქცენტით მოლაპარაკეებს ნიღაბს მოვხსნი. რობის ლეკვებო, სერჟის ლეკვებო, გაგოს ლეკვებო, კალუგის ლეკვებო, ნიღაბს ჩამოგხსნით, – ასე მიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც სომხეთის მთავრობა ყარაბაღის დათმობასა და ათასობით ახალგაზრდის სიკვდილის გამოწვევაში დაადანაშაულა.

არაბკირში საარჩევნო კამპანიის დროს, ერევნიდან ჩასული ექიმი, რომლის მაღალი თანამდებობის ოფიცერი ძმაც დაკარგულთა შორისაა, მიუახლოვდა ნიკოლ ფაშინიანს და უთხრა, რომ ფაშინიანმა მას სამშობლო წაართვა.

სომხური მედიის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანს რამდენიმე წუთი დასჭირდა წონასწორობის დასაკარგავად. ის ყვიროდა და ემუქრებოდა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს.

„თქვენ მოიპარეთ და აგრძელებთ ჩემი სამშობლოს მოპარვას. თქვენ გაანადგურეთ ჩემი ერის მთელი ახალგაზრდა თაობა. თქვენ მოიპარეთ ჩემი შვილები, თქვენ მოიპარეთ ჩემი ძმა. თქვენ მოიპარეთ ჩემი სიხარული“, – უთხრა ქალმა ფაშინიანს მიმართვისას.

ქალმა წასვლა სცადა, მაგრამ ფაშინიანმა ხელით მოაბრუნა და უკან მოიყვანა, მოითხოვა, რომ მისთვის მოესმინა. ფაშინიანმა ყარაბაღიდან ჩასულებს გაქცეულები უწოდა და თქვა, რომ ისინი ომს გაექცნენ და ხალხი მიატოვეს.

„რობს გავანადგურებ, ციხეში ჩავსვამ. ის ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც ყარაბაღული აქცენტით საუბრობენ, გაქცეულები არიან. ისინი ომს გაექცნენ, ჩვენი შვილები მიატოვეს“, – ყვიროდა ფაშინიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×