რეზონანსი
18.05.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. იზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვილაიათ ეივაზოვთან.

"შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართალდაცვითი მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები იქნება.

სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი იმყოფება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×