რეზონანსი
18.05.2026

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  2023 წლის ივნისიდან 2025 წლის აგვისტომდე პერიოდში, დაზარალებულები დაარწმუნა, რომ იგი თითქოსდა დაკავებული იყო ბიზნესსაქმიანობით და მათ დიდი ოდენობით თანხის ინვესტირება შესთავაზა. ბრალდებულმა დაზარალებულებს ჯამში 351 421 ლარი გამოართვა, რაც მოტყუებით მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×