რეზონანსი
17.05.2026

წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის. წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×