
"ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება, იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა.
მისი თქმით, ოჯახის სიწმინდის დღე ის დღეა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, რადგან მასზე დგას საზოგადოება.
"დღეს ის დღეა, რომლის ყურადღება ბევრმა საზოგადოებამ მიიპყრო. მათ შორის, გავიხსენებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ამ დღის მნიშვნელობა. როდესაც ფასეულობებს, ტრადიციებს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საფუძვლებს ექცევა ყურადღება, იმიტომ რომ ამაზე დგას ჩვენი საზოგადოება, იმ ფასეულობებზე, რაც შემონახულია ოჯახში, ჩვენს ტრადიციებში და მნიშვნელოვანია, რომ ამას ყველაფერს სათანადო ყურადღება დავუთმოთ. ეს მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის და ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.