
მივულოცავ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ წელს, მგონია, ყველასთვის გამორჩეულად ემოციურია დღევანდელი დღე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ვხვდებით მას მისი დამფუძნებლის, პატრიარქ ილია მეორის გარეშე ჩემი აზრით, ძალიან ბედნიერი არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი გვყავს პატრიარქ შიო მესამის სახით. ცხადია, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით ემოციური არის დღევანდელი დღე, - განაცხადა ჟურნალისტებთან ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობაში მონაწილეობს.
მან ასევე ოჯახის სიწმინდის დღისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი.
„რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია, რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი თავისთავად უდიდესი მორალისა და ღირსების გამოხატულებაა. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა გამოდის დღევანდელ დღეს და გვერდში უდგას ამ იდეას და ამით მშობლებისადმი პატივისცემას გამოხატავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.