რეზონანსი
17.05.2026

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17 მაისს თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 10:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება.

ქაშვეთთან შეკრებილი მსვლელობის მონაწილეები 11:00 საათზე საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.

საყოველთაო მსვლელობა გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისი – ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი – მერია; ქუთაისი – აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი – აღდგომის ტაძარი; ბათუმი – საკათედრო ტაძარი; ახალციხე – ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი – დადიანების ტაძარი; თელავი – ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა – თეატრონი; ოზურგეთი – საკათედრო ტაძარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×