რეზონანსი
16.05.2026

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღისა და ამ დღესასწაულით ღირებულების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სიბრძნე სწორედ იმაშია, რომ ოჯახის სიწმინდის ღირებულება სიმბოლოდ და დღესასწაულად აქცია.

„ზოგადად ცივილიზაციები, ეთნოსები, სახელმწიფოები შემოქსოვილია მარადიულ ღირებულებებზე, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მარადიული ღირებულებები განყენებულად არსებობს და მათ წლიდან წლამდე, საუკუნიდან საუკუნემდე საფრთხე არ ემუქრება. სიმბოლოები და დღესასწაულები ამას ინარჩუნებს დროში, სივრცეში, სიმბოლოს ისეთი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება, საუკუნეებს, უამრავ ადამიანს გადასწვდეს. პატრიარქის სიბრძნე იმაშია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება - ოჯახის სიწმინდე სიმბოლოდ და დღესასწაულად გვიქცია.

დღეს, ჩვენს საუკუნეში, ვოუქ იდეოლოგიას, სოციალურ ქსელებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჩვენი დიდი სიწმინდეები, სიმბოლოები და ღირებულებები ხდება დაცვის საგანი. ამ ფონზე პატრიარქის ძალიან დიდი სიბრძნე იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაგვიტოვა, როგორც საჩუქარი, როგორც დასაფიქრებელი. თუ ოჯახიდან ვიწყებთ ჩვენ სიყვარულს, თუ მივაღწევთ ოჯახში სიყვარულს თუ ეს დღე, ეს ღირებულება იქნება ჩვენთვის ორიენტირი, შემდეგ შევძლებ, ჩვენს ოჯახს კი არა, სახელმწიფოსაც მივხედოთ“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×