
„მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების მომავალი იყოს ძალიან წარმატებული და მეტი წინსვლა ჰქონდეთ მათ“ - პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გენო პეტრიაშვილმა შიდა ქართლში, „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, კონფერენციაზე გაჟღერდა ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგორიცაა დასაქმება, განათლების ხარისხის ზრდა და ა.შ.
„მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გვყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდები, ძალიან განათლებულები. დღეს გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც შეეხებოდა დასაქმებას, განათლების ხარისხის ზრდას, სპორტსმენების მომავლის უკეთესად წარმართვას და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდების მომავალი იყოს ძალიან წარმატებული და მეტი წინსვლა ჰქონდეთ მათ“, - აცხადებს გენო პეტრიაშვილი.