
გამოცემა Aktual.ge-ის ცნობით, 14 მაისს, გარდაბანში მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილი მე-8 ახალგაზრდა 22 წლის ხანოღლან ნასიბოვია.
ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომლის დირექტორმა, პაპუნა ბახტაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა:
“ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, ოპერაცია, შესაბამისი პროცედურები გაგრძელდა ტრავმატოლოგიაში. ოპერაციების დასრულების შემდგომ, საღამოს გარდაიცვალა“.
ავარიისას, 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა. BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდ
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წყარო: ambebi.ge