
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინი - ირანული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი - ომის ფონზე, უფრო მეტ ამერიკულ ნედლ ნავთობს შეიძენს.
„ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ აშშ-ის ნავთობის მზარდი რაოდენობით ყიდვას“, - აღნიშნა რაითმა CNBC-სთან ინტერვიუში.
„თუმცა, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს სჭირდება სპარსეთის ყურის გახსნა. ირანის მცდელობა, მთელი მსოფლიო მძევლად აიყვანოს - ხალხმა იცის, რომ ეს დროებითია“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სიტუაციის „ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“, რაითმა უპასუხა: „ეს დიდწილად ირანზეა დამოკიდებული“.
„ასე თუ ისე, ჩვენ ვიხილავთ ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებას და ვიხილავთ თავისუფალ ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში. ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს ირანთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში“, - განაცხადა მან.