რეზონანსი
15.05.2026

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდა.

შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი იყო. კარდინალი პიეტრო პაროლინი ამ ურთიერთობებში არსებული პრობლემატიკით დაინტერესდა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

განხილვის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების, ისე ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

დღესვე შედგა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან ლეო XIV-სთან.

შეხვედრებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი და წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი მონაწილეობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×