რეზონანსი
15.05.2026

„ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ - ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოჯახის ინსტიტუტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული ცნობიერების, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცნობიერების და ფასეულობების ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი ილია მეორის ინიციატივა, რომ ოჯახის სიწმინდის დღე დაარსებულიყო და ამ დღეს ყველა კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით და გაგვეცნობიერებინა ის თუ, რა საუნჯე გვაქვს და რა საფრთხე არსებობს სწორედ ამ საუნჯის დაკარგვის, გაუბრალოების, მნიშვნელობის შემცირების“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×