რეზონანსი
15.05.2026

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, ვანდალიზმთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებს. ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ისე სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების გარე ფასადები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ამჯერად, გაიწმინდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის საყრდენი კედლები და კოტე აფხაზის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობების გარე ფასადები.

 დასუფთავების პროცესში „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალისტებმა გამოიყენეს თანამედროვე ქვიშა-ჭავლის ტექნიკა, რაც საშუალებას იძლევა, ზედაპირებიდან ეფექტურად იქნას მოცილებული უნებართვო წარწერები და ნახატები ისე, რომ არ დაზიანდეს ფასადის ავთენტური იერსახე.

აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს ქალაქის იერსახის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×