რეზონანსი
15.05.2026

ტენდერებში მონაწილეობის საკითხს მხოლოდ კანონმდებლობა წყვეტს და არა რომელიმე ჩინოვნიკი. თუ კანონმდებლობით კონკრეტულ კომპანიას ტენდერში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა შეზღუდული, მას შეეძლო მონაწილეობა და გამარჯვება, – აღნიშნა  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ  ამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, ე.წ. შავი სიის მიმართ მიდგომების გამკაცრების შედეგად უპასუხისმგებლო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს არ ასრულებენ, ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული ცვლილებები ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ინფრასტრუქტურის სექტორში არსებობს.

„ეს ცვლილებები რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას სამშენებლო სექტორში და შექმნის სამართლიან გარემოს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×