რეზონანსი
15.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, "ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ "ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის, რადგან აძლიერებს ადამიანებს და უფრო კრიტიკულებს ხდის მათ."

ანანიძის შეფასებით, გვარამიას ეს განცხადება იმის აღიარებაა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.

"ორი აღიარება:

პირველი - ეკონომიკური ზრდა საქართველოში.

მეორე - არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას," - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×