რეზონანსი
15.05.2026

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კუბაში ჩავიდა. ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჰავანაში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორსა და კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს, ლაზარო ალვარეს კასასს შორის შეხვედრა გაიმართა.

რეტკლიფი აგრეთვე შეხვდა კუბის ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს შვილიშვილს, რაულ გილერმო როდრიგეს კასტროს. კუბის მთავრობის ცნობით, ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი, განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის, რაც, როგორც ორივე ქვეყნის, ისე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებშია.

ოფიციალური ჰავანის მიერ გავრცელებულ ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ მასპინძლებმა ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ განუცხადეს, რომ კუბა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×