
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა, თვალებში ყურება და პასუხების გაცემაა.
როგორც ფანქველაშვილი ამბობს, ოპოზიცია რაიონებში არ ჩადის, “ან რა უნდა უთხრან ხალხს, რომ ჩამოვიდნენ?”
“ფლაერების დარიგება 2 საათით ყოფილა „კარდაკარი“… მდააჰჰჰ.
მე სხვანაირად ვიცოდი ეს.
რაიონებშიც არ ჩამოდიან , ან რა უნდა უთხრან ხალხს, რომ ჩამოვიდნენ?
კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლაა, თვალებში ყურებაა და პასუხების გაცემაა.
და როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ.
პ.ს. აა, გამახსენდა - ჩამოვლენ, თუ მე დავახვედრებ ხალხს… და ბოლოს ფლაერებსაც დავარიგებინებ.” - წერს ფანქველაშვილი.